Saturday, March 30, 2013

„ჰიგიენა“




  პროექტის სახელწოდება:   „ჰიგიენა“
პროექტის  მთავარი  იდეა
     მოსწავლეები გონებრივი იერიშის მეთოდით ასახელებენ საინტერესო აქტუალურ თემებს, ან პრობლემებს, რომლებიც დაფაზე იწერება. საინტერესო თემის მაგალითები: „მაწანწალა ძაღლები, მწერები, უსახლკარო ბავშბები, „სხეულის
ნაწილები,“ „კბილების მოვლა.“
    ტარდება არჩევნები და ხმათა უმრავლესობით მოსწავლეები ირჩევენ ყველაზე
საინტერესო თემას, რომელზეც აგრძელებენ მუშაობას, „კბილების მოვლა“
      მიზნები და შედეგები :
     მოსწავლეები დაეუფლებიან და გამოუმუშავდებათ კვლევის და დაკვირვების
უნარი. შეძლებენ მონაცემების შეგროვებას. გამოიყენებენ საინფორმაციო წყაროებს
და რესურსებს: კომპიუტერი, პროექტორი, ენციკლოპედია, პრესა, ლექსიკონი,
თაბახის ფურცელი, საწერი კალამი.
           კლასი  4ა
            მოსწავლეები   9-10წლის
           ვადები; ხანგრძლივობა  1თვე.
     აღრიცხავენ მონაცემთა რაოდენობას და წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
მოსწავლეები დაეუფლებიან უსაფრთხოების წესებს. ასევე დაეუფლებიან პირადი
ჰიგიენისა და უსაფრთხო ქცევის ელემენტების დაცვას. ასახელებს პირადი ჰიგიენის
ნივთებს და აღწერს მათ დანიშნულებას და მოხმარების წესებს.
        პროექტის  მსვლელობა
თემის გარშემო სვამენ რამდენიმე საინტერესო შეკითხვას ინდივიდუალურად და
ჯგუფებში.
1.ყველა კბილი ერთნაირია თუ სხვადასხვანაირი?
2.რით განსხვავდება წინა კბილები უკანა კბილებისგან?
3.რაშია  ჩასმული კბილები?
4.როდის ამოდის ჩვილს პირველი კბილი?
5რა ჰქვია ჩვილი ბავშვის კბილს?
6.როდიდან იწყება სარძევე კბილების შეცვლა?
7.რა ხდება ამოგებული სარძევე კბილების ადგილას?
8.როგორ მოუაროთ კბილებს რომ არ დაგვიზიანდეს?
9.როგორ მოვიქცეთ კბილის ტკივილის დროს?
10.როგორ ავარჩიოთ კბილის პასტა?
მოსწავლეებს ვაერთიანებთ მცირე საპროექტო ჯგუფებში:
ირჩევენ თემებს, შეიმუშავებენ გეგმას, ირჩევენ ჯგუფის ლიდერს, რომელიც
პასუხისმგებელია კონკრეტული საქმიანობის შედეგზე, ხოლო დანარჩენები
შემსრულებლები არიან. ერთი თვის განმავლობაში აგროვებენ მასალებს და
ჯგუფის ლიდერს აბარებენ. შემდეგ ამზადებენ პრეზენტაციას , რომელსაც
მასწავლებელს წარუდგენენ თვის ბოლოს.
      თითოეული პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეებმა მიიღეს ცოდნა, რა არის
საჭირო სწორი და ჯანსაღი კბილების ქონისთვის და ისწავლეს  კბილების მოვლა.
            პროექტმა განუვითარა მოსწავლეებს:
1.კვლევის და ძიების უნარი.
2.კომუნიკაციის უნარი ისტ-თან და საზოგადოებასთან.
3.კრიტიკული აზროვნების უნარი.
4.თანამშრომლობითი უნარი.
შეფასება:   მოსწავლეებმა გამოიყენეს თვითშეფასების მეთოდი და გამოავლინეს
ის  ჯგუფი, რომელმაც  უკვე  შეასრულა მიცემული დავალება.
დანარჩენი მოსწავლეები კი შეფასდნენ სიტყვიერი კომენტარით.
მასწავლებელი: ირინა რობაქიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: irobaqize@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი: http://irobaqize.blogspot.com/




ჩემს შესახებ

მე ირინა რობაქიძე  დავიბადე  თერჯოლის  რაიონის  სოფელ  სიქთარვაში
მასწავლებლობა  გადავწყვიტე  იმიტომ რომ.....
მყავს  ოჯახი, სამი  შვილი, სამი შვილიშვილი